იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ჩაატარა ძიუდოში
14.11.2017

თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ჩაატარა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში.


დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები აფხაზეთიდან: გიორგი კურტანიძე, თემურ ამილახვარი, გიორგი ფოთოლაშვილი, ბადრი ხუსკივაძე, თორნიკე ბეჟიკელაშვილი, ლუკა ხარაზიშვილი, მიხეილ ჩორგოლიანი, თამაზ ნაცვალაძე, მოსე შამანაური, გიორგი თანდაშვილი.


შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის მიზანია ქალაქებსა და რაიონებში, ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლებში სასწავლო-საწვრთნო მუშაობის განვითარება, სპორტსმენთა ოსტატობის დონის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ძიუდოს პოპულარიზაცია, წარმატებული, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, ახალგაზრდების ჩაბმა ძიუდოს სექციაში, აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება.