იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
სიახლეები
კარიერის სწორად დაგეგმვის მიზნით
22.11.2017

აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა სკოლის დირექტორის ნანა ჯალაღონიას ხელმძღვანელობით პროფესიული კოლეჯი „იკარუსი“ დაათვალიერეს. გასვლითი ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „კარიერის დაგეგმვის, პროფესიული განათლებისა და სკოლებში სახელობო-შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში განხორციელდა.


მოსწავლეები კოლეჯში სხვადასხვა პროფესიის - გიდის, ბარმენის, ტურ-ოპერატორის მომსახურების, საკონდიტრო და სხვა კერძების მომზადების სწავლების სპეციფიკას გაეცნენ. ისინი თითოეული პროფესიის თავისებურებით საგანგებოდ დაინტერესდნენ და შესაბამისი შეკითხვებიც დასვეს. ზოგმა მათგანმა შესაძლოა, სამომავლოდ პროფესიაც კი მოინიშნა.


ბოლოს მოსწავლეებმა კოლეჯის სამზარეულოშიც შეიხედეს და იქაური მზარეულების მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნეს.