იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზური ენის პედაგოგები გადაამზადეს
03.06.2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთისა/რგანათლებისადაკულტურისსამინისტროს ინიციატივით წლეულს პირველად საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას.  გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს.
 
ტრენინგში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ ტრენინგები ჩაუტარეს აფხაზური ენის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომელთა შორის იყო აფხაზური ენის მცოდნე ჟურნალისტი ირმა ოსია კინწურაშვილისა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით,  2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სწავლების საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლება აფხაზური ენა. ეს გარემოება კი მოითხოვს სკოლებში არსებული კადრების გადამზადებასა და ენის სწავლებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის შექმნას.

საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზური ენა ქართულთან ერთად მეორე სახელმწიფო ენაა), აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვის, შესწავლის, პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით  აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის გზაზე.პროექტი კიდევ ერთი დასტურია ქართული სახელმწიფოს ზრუნვისა აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებისათვის.

„აფხაზური ენის მასწავლებელთა ტრენინგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  მიერ განხორციელებული არაჩვეულებრივი პროექტია. ტრენინგის პროცესმა ცხადყო, რომ პედაგოგებმა აფხაზური ენა კარგად იციან, უბრალოდ, მისი სწავლების გამოცდილება არა აქვთ. ჩვენ კი მათ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია  გავაცანით, ტრენინგები ჩავუტარეთ ზუსტად იმ მეთოდით, რა მეთოდითაც აფხაზური ენა უნდა ასწავლონ სკოლებში“, - განაცხადა ირმა ოსია კინწურაშვილისამ.

ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს და სამშვიდობო განათლებისა და  კულტურის დანერგვის მისიას ეხმიანება. აქედან გამომდინარე, მომავალშიც გათვალისწინებული იქნება  პროექტის შემდგომი განვითარება და განხორციელება განსხვავებული ფორმატით.