იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მეკარის ვლადიმერ მარღანიას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა
16.02.2018

ახლახან ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე - დინამო არენაზე თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა ნაკრების ყოფილი წევრი ვლადიმერ მარღანია გაიხსენეს. 


თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი ვლადიმერ მარღანია 90 წლის გახდებოდა. იგი 1928 წლის 8 თებერვალს ქ. ოჩამჩირეში დაიბადა და 1958 წლის 6 სექტემბერს, 30 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. 


ვლადიმერ მარღანია 16 წლის ასაკში მიიწვიეს მეკარედ სოხუმის „დინამოში“, სადაც 12 წელი თამაშობდა. შემდეგ ის იყო თბილისის „დინამოს“ ერთ–ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი. დინამოში ასპარეზობისას (1947-58 წლები) მან 212 შეხვედრა ჩაატარა. ამ პერიოდში ის საქართველოში საუკეთესო მეკარედ იყო აღიარებული. ვლადიმერ მარღანია მიიწვეს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ნაკრებ გუნდში სათამაშოდ და ამ გუნდთან ერთად 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადის თამაშებში მონაწილეობდა. გარდა ამისა, იყო 1950 წლის გათამაშების პრიზიორი, სსრკ-ს პირველობის ორგზის ვერცხლისმედალოსანი 1951 და 1953 წლებში, ორჯერ იყო დასახელებული 33 საუკეთესო ფეხურთელთა შორის. 


ვლადიმერ მარღანიას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ინიციატივა და ორგანიზატორობა ეკუთვნოდა ოჩამჩირის კავშირ „ერთობას“ ხელმძღვანელს თენგიზ ნორაკიძეს და მის მეგობრებს. მხარდამჭერებს შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობა და აფსხაზეთის ა/რ განთლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანი ფეხბურთელები - ვლადიმერ ბარქაია, რევაზ ძოძუაშვილი, რობერტ ებრაელიძე, მამუკა კვარაცხელია და საქართველოს სხვა ფეხბურთელები და სპორტის ვეტერანები.