იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები
ვ. არქანიას არტ-გალერეაში ქალთა დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა
06.03.2018

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განყოფილების ორგანიზებით, აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებით კავშირთან ერთად, ქალთა დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - „გაზაფხული და დედა“ გაიმართა. 


საღამოზე მოწვეული იყვნენ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა დედები და მეუღლეები, აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი დედები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სტუმრებს მიესალმნენ და აფხაზეთში დაბრუნება უსურვეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თემურ მჟავიამ, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ნელი ჯიქურმა და სხვ. მანანა ქვაჩახიამ ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდია დედის როლი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების, მათში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივების საქმეში.


შეხვედრაზე ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს საპატრიარქოს ჩოხოსანთა ანსამბლმა „შავლეგომ“ და ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ინანამ“. 


ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის - „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ წევრებმა წაიკითხეს ქართველი და აფხაზი პოეტების ლექსები, შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები და საგალობლები.


დასასრულ მოწვეულ დედებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით საჩუქრები გადასცეს.