იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს
08.03.2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ ვიცე-პრეზიდენტები მარიამ რასტი და მარიამ დვალიშვილი თბილისში მდებარე აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.


ვახტანგ ყოლბაიამ და მანანა ქვაჩახიამ მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში გაწეული წვლილისათვის, მათ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს. აქცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ მხარდაჭერით განხორციელდა.


 გარდა ამისა, წინა დღეს ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ სენაკში მდებარე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას ეწვივნენ. აქ მათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირის, აფხაზეთიდან დევნილი თემურ ბოკუჩავა  დედა  მოინახულეს და მას  დედის და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

იმავე დღეს ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრა, პედაგოგებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა და საჩუქრები გადასცა.