იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნა
22.03.2018

აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობით ეხმაურება. წლეულს 2018 წლის „განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა ქვეპროგრამა - „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობა“. ამ ქვეპროგრამის საფუძველზე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლლო პროგრამების სამსახურის თანამშრომლებმა 25 შშმ ბავშვი საბავშვო გასართობ ცენრტ ,,ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიას“ აწვიეს სტუმრად. გარდა იმისა, რომ ბავშვები აქ კარგად გაერთნენ, მათ სამინისტროს სახელით საჩუქრები გადასცეს.


21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს დააწესა. მას მერე ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.