იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრების მიღება გაიმართა
26.03.2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრების მიღება გამართა. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ დიდია ზოგადად ახალგაზრდა მხატვრების როლი ხელოვნების განვითარებაში. მათ შორის, ცხადია, აფხაზეთის მხატვრებისა, რომელთაც თვიანთი სიტყვა უნდა თქვან თვითმყოფადობით და სიახლეებისადმი მუდმივი სწრაფვით გამორჩეულ აფხაზეთის მხატვრობაში. მთავრობის თავმჯდომარემ მათ ამ გზაზე წარმატებები უსურვა, ასევე თანადგომა აღუთქვა, დაეხმაროს მათ გამოფენების გამართვაში ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ და საჩუქრები გადასცა.


ახალგაზრდა მხატვრებმა მადლობა გადაიხადეს თბილი მიღებისა და მათი შემოქმედების მაღალი შეფასებისათვის.


მიღებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, მთავრობის სხვა წევრები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.