იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განახლდა
28.03.2018

2018 წლის მარტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განახლდა. შარშან ეს პროექტი ქ. თბილისის ხუთ საჯარო სკოლაში - №55, №147, №31, №112, №157 - წარმატებით განხორიელდა. 


წლეულსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, პროექტის - ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ - ფარგლებში ქ. თბილისის ხუთი საჯარო სკოლაში - №4, №161, №21, №175, №87 - პროფესორები წაიკითხავენ ლექციების ციკლს, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. ლექციების მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გაუღრმავდეთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.


პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.


სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა, ზურაბ პაპასკირი, ლია ახალაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა, უფროსის მოადგილე, ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური და უფროსი სპეციალისტი ქეთევან დავითაია.


წლეულს პროექტში 200-მდე ახალგაზრდა ჩაებმება. პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება ახალგაზრდული კონფერენცია აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მოსწავლე-ახალგაზრდები, ლექციების ფარგლებში მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით, საკონფერენციო თემებს წარმოადგენენ.