იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები
23 აპრილი ილია ვეკუას დაბადების დღეა
23.04.2018

თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდესი მათემატიკოსი, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი ილია ვეკუა 1907 წლის 23 აპრილს აფხაზეთში, სამურზაყანოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ შეშელეთში დაიბადა.


დიდმა მეცნიერმა გარდაცვალებამდე (1977 წლის 2 დეკემბერი) რამდენიმე თვით ადრე დაწერა „ მიმართვა ახალგაზრდობისადმი“, სადაც ნათქვამია :
„მეცნიერული მუშაობის წარმატების უზრუნველსაყოფად მთავარია სამი რამ: ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული.

ადამიანს ცხოვრების გზაზე თითქმის ყოველთვის მრავალი ცდუნება ელოდება. კერძოდ, ესაა სურვილი, ერთი შეხედვით სავსებით ბუნებრივი, ცხოვრების პირობების კეთილდღეობისა - ჰქონდეს ხეირიანი ბინა, კარგი ხელფასი, მანქანა, თანამდებობა და მრავალი სხვა. მეცნიერებაში წარმატებებს მიაღწევს მხოლოდ ის, ვისაც უსაზღვროდ უყვარს თავისი დარგი, ვინც ყველაფერზე მაღლა დააყენებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და შემოქმედების სფეროში წარმატების მოპოვებას დაუქვემდებარებს ყველა სხვა ინტერესს. ვინც ასე მოიქცევა და წარმატებებსაც მიაღწევს, მისთვის ცხოვრების სხვა მხარეები თანდათანობით მოგვარდება და გაცილებით უკეთ, ვიდრე შეიძლებოდა, მას ახალგაზრდობის დროს ესახებოდა, ოღონდ ამისათვის საჭიროა დრო და მოთმინების დიდი უნარის გამომუშავება, კერძოდ, სულის მღრღნელი შურიანობის დაძლევა“.


ეს იყო დიდი ილია ვეკუას ანდერძი, რომელიც მან დაუტოვა საქართველოს ახალგაზრდა თაობას.