იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები
აფხაზეთის საჯარო სკოლებში პროექტი „ჩემი ჯარი“ საინტერესოდ ჩატარდა
27.04.2018

აფხაზეთის №1, №7 და №10 საჯარო სკოლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩემი ჯარი“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში №1 საჯარო სკოლას (ქ. ზუგდიდი) სერჟანტი დავით გულუა, თემურ ბოკუჩავას სახელობის №7 საჯარო სკოლას (ქ. სენაკი) მასტერ სერჟანტი კობა კანდელაკი, ხოლო აფხაზეთის №10 საჯარო სკოლას (ჩხოროწყუ) უფროსი სერჟანტი მამუკა ბოჟაძე ეწვივნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქართული ჯარის სტრუქტურული შენაერთების, შემადგენლობისა და აღჭურვილობის შესახებ, მომავალ პერსპექტივებზე, სამშვიდობო მისიებზე, კადეტთა მომზადების, სამხედრო ლიცეუმსა და აკადემიაში მოხვედრა-სწავლების საკითხებზე, თანამედროვე თავდაცვით სამხედრო ტექნიკაზე და ა.შ.


მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჯარში გატარებული რეფორმებითა და კადეტთა ლიცეუმში სწავლის პირობებით. რამდენიმე მოსწავლემ საერთოდაც ამ მიმართულებით მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.


აფხაზეთის №1, №7 და №10 საჯარო სკოლების ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს პროექტის „ჩემი ჯარი“ საინტერესო პრეზენტაციებისთვის. მათვე გამოთქვეს სურვილი, რომ ვინაიდან სამხედრო ლიცეუმში მიღების ასაკი განისაზღვრება 15 წლით, სასურველია მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვისაც და უფრო მეტი ინტენსივობით გაიმართოს.