იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
სიახლეები
აფხაზური ფოლკლორის - საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილის - დაცვის მიზნით
07.05.2018

წლეულს, 5-6 მაისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის ეროვნული  სააგენტოსა და გალის რაიონის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ორგანიზებით,  სენაკში კულტურულ-საგანმანათლებლო საღამო  ,,აფხაზური ფოლკლორი  საქართველოს  მრავალფეროვანი და მდიდარი  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  შემადგენელი ნაწილი“  ჩატარდა. ღონისძიება ძეგლთა დაცის ეროვნული სააგენტოსა  და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა და მიზნად ისახავდა  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  საქმეში წვლილის  შეტანას.

ღონისძიების მონაწილეებს  უმასპინძლა  სენაკის  მუნიციპალიტეტმა,  სენაკის მინიციპალიტეტის  სამუსიკო სკოლამ და  ნოქალაქევის  არქეოლოგიურმა  მუზეუმ-ნაკრძალმა.

სენაკის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი რუსუდან   მილიუტინი)    მასპინძლები და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების ნორჩი მოცეკვავეები, მომღერლები და  დეკლამატორები   ერთმანეთის მონაცვლეობით ასრულებდნენ ქართულ და აფხაზურ  ფოლკლორულ სიმღერებსა და ცეკვებს, საფორტეპიანო და  კლასიკურ ნაწარმოებებს, საგუნდო  და სოლო  სიმღერებს,  კითხულობდნენ  ქართულ და აფხაზურ ლექსებს.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომლებმა, მუზეუმის    დათვალიერების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსულ მოზარდებს  ჩაუტარეს ტრენინგი საველე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. ტრენინგი  „საბავშვო არქეოლოგიის პროგრამის“ ფარგლებში შედგა, რის შემდეგაც მოზარდებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის  ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი  მანანა ქვაჩახია, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური  დირექტორის მოადგილე,  პროფესორი დავით ლომიტაშვილი, ამავე უწყების მუზეუმების, მუზეუმ - ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახურის  სპეციალისტი, მუსიკოლოგიის  დოქტორი  სალომე ხმიადაშვილი, სენაკის  მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე  გრიგოლ ბაღათურია, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და სხვ.

დასასრულ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მარტვილის მონასტერს ეწვივნენ.