იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ-ების ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა შედგა
11.07.2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელობასთან  სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია; საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია; დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი; დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აკაკი გასვიანი; ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“ თავმჯდომარე რაისა ქარაია. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიის წევრებმა მოისმინეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ბოლო 6 თვის ანგარიში, რაც საერთო ჯამში დადებითად შეფასდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაანალიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2018 წლის 6 თვის მდგომარეობით არსებული საკუთარი შემოსავლების შედეგები წლიურ გეგმასთან მიმართებაში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა მეტი აქტივობა უნდა გამოიჩინონ შემოსავლების მოზიდვის კუთხით. ყურადღება დაეთმო ასევე წლიური ბიუჯეტის ეფექტური დაგეგმარებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირების პრიორიტეტების დროული განსაზღვრისა და კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხებს. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აღნიშნეს, ისინი მზად არიან, საერთაშორისო პროექტებსა თუ პროგრამებში ჩართულობით, ბიზნესსექტორთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანაშრომლობით, ხელი შეუწყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.

დასასრულ, შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები შეფასდა და ითქვა, რომ ეს იყო, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისათვის საჭირო და სასარგებლო შეხვედრა.