იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
ბათუმში პროექტების „ჩვენი სახლისაკენ მიმავალი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა
17.07.2018

 

ქალაქ ბათუმში „მეტრო სითი ფორუმის“ საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებო მიმართულების ორი პროექტის „ჩვენი სახლისაკენ მიმავლი გზა“ და „ბარათი აფხაზ მეგობარს“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა.

გამოფენის გახსნამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში დაღუპულთა ხსოვნას.


პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ამ გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ დავით ბაძაღუამ, პოეტმა ბელა ქებურიამ, მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარემ ირმა ირემაძემ, მხატვარმა ზურაბ ჭედიამ, მოქანდაკე ნერსე ბაწაშმა.

 

გამოფენის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, განათლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები, ბათუმში მცხოვრები აფხაზური დიასპორისა და დევნილების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.