იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სიახლეები
საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ნოდარ დარახველიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებული კალათბურთში სოხუმის „სოხუმი“ გახდა
29.10.2018

2018 წლის 25-26 ოქტომბერს ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის დარბაზში ჩაატარა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, საკავშირო კატეგორიის მსაჯის ნოდარ დარახველიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში ახალგაზრდებს შორის.


ტურნირი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, გუნდები თავდადებით იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, რის შედეგადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სოხუმის „სოხუმი“ - პირველი ადგილი; თბილისის „ვინგსი“ - მეორე ადგილი; თბილისის „მართვე“ - მესამე ადგილი.


გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით, დიპლომებით, ბურთებით დაჯილდოვდნენ.