იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
სიახლეები
აფხაზეთიდან დევნილ შშმ მოზარდებს გარდენიაში მწვანე გაკვეთილების კურსი ჩაუტარდათ
04.12.2018

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსაცემად.

ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უკვე რამდენი წელია ახორციელებს ქვეპროგრამას „თანაბარი შესაძლებლობები - თანაბარი მზრუნველობის ფარგლებში“.

ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში, ტრადიციულად, წლეულსაც აფხაზეთიდან დევნილ 30 შშმ მოზარდს შ.პ.ს. გარდენიაში ჩაუტარდა მწვანე გაკვეთილების კურსი. მოზარდები მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, მოხატეს ქოთნები და ჩარგეს ყვავილები, ასევე დაათვალიერეს სანერგე მეურნეობა. პროგრამის ფარგლებში ყველა მოზარდი დასაჩუქრდა.