იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
მანანა ქვაჩახია დიმიტრი გულიას დაბადების დღის აღნიშვნას დაესწრო
22.02.2019

21 თებერვალს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა ცნობილი აფხაზი მწერლისა და საზოგადი მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადების დღე ტრადიციისამებრ საინტერესოდ აღნიშნა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ დიმიტრი გულიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრის შემდეგ მსმენელებს გააცნო სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის შესწავლასთან, აფხაზური ენის სახელმძღვანელოების გამოცემასთან დაკავშირებით.

 

დიმიტრი გულიას შემოქმედებაზე ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინე ტურავამ, საღამოზე მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, სოხუმელმა თემურ ელიავამ და მისმა აღზრდილმა მომღერლებმა: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა მარიკა გულორდავამ და კონსერვატორიის მაგისტრანტმა ლილი მაჭავარიანმა.

 

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.