იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
როლანდ ნიჟარაძე ქ. ზუგდიდში აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა
27.05.2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე ქ. ზუგდიდში განთავსებულ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის  საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრების სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის სკოლების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მომავლის გეგმებზე; შეეხნენ იმ პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც წარმატებით ხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობისა და პედაგოგების საკეთილდღეოდ; ხაზგასმით ითქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ხარისხიანი განათლების მიღების თვალსაზრისით, შექმნილი სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ მნიშვნელობაზე.

დაზუსტდა ინფორმაცია ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ გნყოფილებებზე ჩარიცხულ აბიტურიენტთა თაობაზე. 

შეხვედრას ესწრებოდნენ გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწე რამინ საჯაია.