იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
სიახლეები
კალათბურთში (ახალგაზრდებს შორის) საქართველოს დამსახურებული კალათბურთელების ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
17.10.2019

2019 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, კალათბურთში“ (ახალგაზრდებს შორის) ,,ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირი“ გამართა.

ტურნირი ვერის ბაღში მდებარე საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრის შედეგად პირველი ადგილი ,,ქუთაისმა“ დაიკავა, მეორე ადგილი - ,,აზერბაიჯანმა“, ხოლო მესამე ადგილი - ,,აფხაზეთმა“.

გამარჯვებული გუნდები ნოდარ დარახველიძის შვილიშვილმა ნოდარ დარახველიძემ და ვალერი ჯგერენაიას შვილებმა: გიორგი და ირაკლი ჯგერენაიებმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა კი პირველი ოთხი გუნდის საუკეთესო მოთამაშეებს ბურთები გადასცა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, 20 ოქტომბერს აფხაზეთის საკალათბურთო თექვსმეტწლამდელთა ნაკრები საქართველოს ჩემპიონი გახდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს მათ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.