იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
სიახლეები
ვ. არქანიას არტ-გალერეაში რეჟისორ ირინა ბოკუჩავას ფილმის − „ომის პატარძალი“ − ფრაგმენტის პრეზენტაცია შედგა
25.10.2019

25 ოქტომბერს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ომი და ქალი“ ფარგლებში, რეჟისორ ირინა ბოკუჩავას ფილმის − „ომის პატარძალი“ − ფრაგმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

ირინა ბოკუჩავა არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მას აფხაზეთის თემაზე ასევე გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა". რეჟისორისთვის „ომის პატარძალი“ პირველი მხატვრული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იქნება, რომელიც აფხაზეთის ომში მტრის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს. სცენარის ავტორი და რეჟისორია ირინა ბოკუჩავა, ოპერატორი - ბექა ფარჯიანი. სცენარი შექმნილია ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით, მწერლების ნანა ქარდავასა და გოგიტა მელიქიძის მოთხრობების მიხედვით.

პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მწერალი გურამ ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი ადა მარშანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა და სხვ. პრეზენტაციას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.