იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
სიახლეები
ვ. არქანიას არტ გალერეაში მხატვარ დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა − ,,აფხაზეთიდან აფხაზეთამდე" მოეწყო
12.11.2019

 

საქართველოს მხატვართა კავშირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, თანამედროვე ქართველი მხატვრის − დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა − „აფხაზეთიდან აფხაზეთამდე“ გამართა.

დავით ბაძაღუა განსაკუთრებული ხელწერით გამორჩეული მხატვარია, იგი არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენას საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე უძღვებოდა, რომელმაც დავით ბაძაღუა, საქართველოს მხატვართა კავშირის სახელით, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიაზე წარადგინა.

გამოფენაზე სიტყვით გამოვიდნენ და დავით ბაძაღუას გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებსა და საერთოდაც, მის შემოქმედებაზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო მხატვარმა, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა რადიშ თორდიამ, ხელოვნებათმცოდნემ ქეთევან ახობაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია გვაზავამ, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ, მწერალმა ნანა ქარდავამ და სხვ.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, გიორგი შარვაშიძის