იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
სიახლეები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ - 2“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
03.12.2019

მემორანდუმი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და მათ ჩართულობას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიების განხორციელება.
მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ - 2“-ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ხელმოწერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხემძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სხვ. ესწრებოდნენ.

მთავრობის წარმომადგენლებმა, აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად, კოლეჯის შენობა და მისი ინფრასტრუქტურა, სტუდენტების სასწავლო და პრაქტიკული სამუშაო გარემო დაათვალიერეს.