იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ კონცერტებმა უკრაინაში ანშლაგით ჩაიარა
31.12.2019

საქართველოს დიასპორა უკრაინაში „ქართული ალიანსის“ ორგანიზებით, უკრაინაში ყოველ წელს იმართება ქართული კულტურის დღეები, რომელშიც ცნობილი ქართული შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობენ. ამჯერად უკრაინაში გამართული ქართული კულტურის დღეების სტუმარი იყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, რომელიც მაყურებელთა წინაშე ქართული და აფხაზური ხალხური სიმღერებისა და ცეკვების მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა.

ანსამბლმა კონცერტები გამართა ვიშგოროდის რაიონის (კიევის ოლქი) კულტურის სახლში და ქ. კიევში, უკრაიანის უშიშროების სამსახურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში. კონცერტებს უკრაინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებნი ესწრებოდნენ. კონცერტებმა ანშლაგითა და დიდი ოვაციების თანხლებით ჩაიარა. ბოლოს კი, ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანლის ლევან ღვინჯილიას თქმით, მასპინძლებმა გულწრფელი სურვილი გამოთქვეს, კვლავ იხილონ ისინი უკრაინაში.