იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში
26.09.2016

2016 წლის 23-25 სექტემბერს ქ. ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში. ტურნირი მიეძღვნა ოჩამჩირის ფეხბურთის 100 წლის და ვეტერანი სპორტსმენის თენგიზ ნორაკიძის 80 წლის იუბილეს.

აფხაზეთის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში  გაიმართა ქ. ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე. ტურნირში მონაწილეობდნენ აფხაზეთის საჯარო სკოლების დევნილი და ადგილობრივი მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები.

ტურნირის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები. პირველი ადგილი დაიკავა აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის გუნდმა (ფოთი), მეორე ადგილზე გავიდა აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის გუნდი (სენაკი), მესამე საპატიო ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლის გუნდი (ზუგდიდი).

ამასთანავე, ამირან ტყებუჩავასა და ვლადიმერ მარღანიას სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ნიკოლოზ ხორავა (აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლა, ზუგდიდი) და დიმიტრი ქებურია (აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლა, ჩხოროწყუ).

შეჯიბრებაში გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, საფეხბურთო კომპლექტი (ტრუსი, მაისური, გამაში), ბურთები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები.