იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
ღვაწლმოსილი პედაგოგის ნათელა ბოკუჩავას ხსოვნას
27.09.2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგი  ნათელა ტერენტის ასული ბოკუჩავა.

ნათელა ბოკუჩავა დაიბადა 1926 წ. 8 ოქტომბერს ქ. სოხუმში. 1949 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკუტეტი და მუშაობა  დაიწყო საბავშვო ბაღში აღმზრდელად, საიდანაც მალე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების სამინისტროში გადაიყვანეს.

1950-1955 წლებში ნათელა ბოკუჩავა კომკავშირის სოხუმის საქალაქო კომიტეტის ჯერ მეორე, შემდეგ კი პირველ მდივანია. 1955 წლიდან არის აფხაზეთის კპ საოლქო კომიტეტის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი, სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების გამგე.

ნათელა  ბოკუჩავა 1963 წელს დაინიშნა ქ. სოხუმის ვ. მაიკოვსკის სახელობის მე-4 საშუალო სკოლის დირექტორად. ამ თანამდებობაზე მან  28 წელი იმუშავა და ეს წლები ახალგაზრდობის აღზრდას შეალია.

1980 წელს ნათელა ბოკუჩავას გაწეული წვლილი დაუფასდა და საკავშირო პედაგოგიურ მეცნიერებათა  აკადემიისა და პედაგოგ მკვლევართა ასოციაციის წარდგენით საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატად აირჩიეს. 1990 წ. სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე მას ირჩევენ უზენაეს საბჭოში, აქ კი სახალხო განათლებისა და აღზრდის კომიტეტის წევრად.

ნათელა ბოკუჩავას მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობა არაერთხელ აღინიშნა სახელმწიფო ჯილდოებით - საპატიო სიგელებითა და მედლებით. „წარჩინებული შრომისთვის“ მას მინიჭებული ჰქონდა აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებლის, სსრკ სახალხო განათლების წარჩინებულის და საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდებები.

არაერთი თაობის აღმზრდელმა პედაგოგმა ნათელა ბოკუჩავამ თავისი ვაჟიც - გია წურწუმიაც ღირსეული აღუზარდა სამშობლოს. გია აფხაზეთის ომში ფრონტის ხაზზე წავიდა ექიმად. აქ ის დაიჭრა და დიდ ხანს იშუშებდა იარებს. გია ომის შემდეგაც აფხაზეთში დაბრუნებისთვის იბრძოდა, ამისთვის ძალისხმევას არ იშურებდა და ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც, ის აფხაზეთის მტრებმა წუთისოფელს გამოასალმეს. ნათელა ბოკუჩავა შვილის დაღუპვით გამოწვეული მოუშუშებელი ტკივილით და მასთან იქ შეხვედრის დიდი იმედით წავიდა იმქვეყნად. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.