იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა
19.06.2020

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ პროექტ „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა.

 

აქციაში აფხაზეთიდან დევნილ ბავშებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

  ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ ბავშებს სიმბოლური საჩუქრები და სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ გამოცემული ჟურნალები გადასცა.

 

  აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს „გარემოს გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა ბავშვებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო-შემეცნებითი ბუკლეტები გადასცეს.