იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
27 სექტემბერი - ხსოვნისა და იმედის დღე
27.09.2016

2016 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან  23 წელი გასრულდა.  სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების დღეს დაემთხვა, რაც აფხაზეთიდან დევნილებს არ უკარგავს იმედსა და რწმენას, რომ დაცემას ამაღლება მოჰყვება და აფხაზეთიდან გამოდევნას - აფხაზეთში დაბრუნება!

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ამ დაპირისპირების შედეგად ათეულ ათასობით ადამიანი დაიღუპა და 300 ათასი ქართველი დევნილად იქცა. საქართველომ დაკარგა იურისდიქცია აფხაზეთის ტერიტორიაზე, თავად აფხაზეთმა კი მოიპოვა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.

„დღევანდელი დღე, 27 სექტემბერი განსაკუთრებული და ტრაგიკულია. მთავარი ის არის, რომ რაც  მეტი დრო გადის, მით უფრო მძაფრდება ტკივილი. ჩვენ ყველას გვაწუხებს საკუთარ კუთხეში დაბრუნების მოლოდინი, რომელიც  მტკივნეულიცაა და დამქანცველიც. დღევანდელ დღეს ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, მათ შორის, აფხაზებიც,  რომ ერთწლიანი ომი ტრაგიკული შეცდომა იყო. პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოში ვატარებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მიმართულია ურთიერთპატივისცემის, ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ.   აფხაზებმაც კარგად იციან, რომ  ქართველების გარეშე აფხაზეთი ფრთამოტეხილია. შეუძლებელია ჩვენი გზები კვლავ არ შეერთდეს,  ჩვენი ერების სასიკეთოდ.  ანაკლიის, განმუხურის  განვითარება ჩვენი ხელისუფლების გზავნილია, რომ განვითარება და ეკონომიკური სიკეთე აფხაზეთსაც უნდა შეეხოს. ჩვენ  ერთად  უნდა ვაშენოთ ის საქართველო,  სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა, ქართველებთან ერთად იღვაწონ საკუთარი მომავლისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.