იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
სიახლეები
საკლასო ოთახებს აფხაზეთის საჯარო სკოლებიც დაუბრუნდნენ
16.02.2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლებს ეწვია. მან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკლასო ოთახებში დაბრუნება და სწავლის განახლება მიულოცა.
 
ეკა ხოფერია Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში არსებული საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოებას და ხარისხიანი განათლების მიღების მიზნით გაწეულ სამზადისს გაეცნო. მისი თქმით, ორივე სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რესურსით და ზედმიწევნით იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და შესაბამის რეკომენდაციებს.
 
მინისტრი სკოლების ინფრასტრუქტურითაც დაინტერესდა. კმაყოფილება გამოთქვა მეორე საჯარო სკოლის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გამო და თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამინისტრო სკოლას შესასვლელის მოპირკეთებასა და ბაღის მოწყობაში დაეხმარება. ხოლო რაც შეეხება მესამე საჯარო სკოლას, აქ სამინისტროს მეტი ძალისხმევა მართებს: საჭიროა მეორე გასასვლელის გაჭრ