იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სიახლეები
საქართველოს ოკუპაციის კვირეული აფხაზეთის საჯარო სკოლებში
26.02.2021
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლებში თემატური კონკურსები, გამოფენები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ლექცია/სემინარები გაიმართა.
 
მოსწავლეებს, ისტორიული ფაქტების უკეთ გააზრების მიზნით, მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ქრონოლოგიაზე, საქართველოს პირველ კონსტიტუციასა და მის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებზე.
 
25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს კი აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ და მათ ოკუპაციის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს