იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
ჯემალ ქირიას ხსოვნას
17.10.2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ჯემალ ქირია.

 

წლეულს, 7 ივნისს ჯემალ ქირიას დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. მისი შრომითი 42 წლიანი ბიოგრაფია შემოიფარგლება კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრით და მას დიდი წვლილი მიუძღვის მის განვითარებაში.

 

ჯემალ ქირიამ 1986 წელს  დაამთავრა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი. მან ინსტიტუტის დამთავრებამდე,  ბევრად უფრო ადრე, 1974 წელს დაიწყო მუშაობა კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრში სცენის მუშად. შემდეგ იყო გამნათებელი, ხმის რეჟისორი. მან აქ თითქმის  ყველა საფეხური გაიარა  და 2004 წელს დაინიშნა თეატრის დირექტორად. ის  სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ თანამდებობაზე.

 

ჯემალ ქირიას ხსოვნა მარად დარჩება მისი თანამშრომლებისა და ახლობელ-მეგობრების გულში.