იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
სიახლეები
აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ილიას დაბადების დღე მის მუზეუმში აღნიშნეს
08.11.2016

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს   სახელოვნებო სამსახურის ინიციატივით თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჩატარდა  დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი საღამო - ,,ილიას გზით“.

საღამოში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №1 და №2 საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, სოხუმის სახელმნწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა და ახალგაზრდობის კავშირის - ,,მომავლის ხმა“ წევრები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვებით  მიმართეს თბილისის მუზეუმების გაერთიანებების გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექტორმა მზია ნადირაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ბერაიამ და სხვ.

ილია მართლის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა მამა ნიკოლოზმა. საღამოზე ილია ჭავჭავაძის საყვარელი სიმღერები შეასრულა საპატრიარქოს ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,შავლეგო“ (სოლისტები: ვასო ნანობაშვილი და შალვა მენაბდე); პოეტებმა  ქეთი შენგელიამ და ბაღათერ არაბულმა აფხაზეთისადმი მიძღვნილი ლექსები  წაიკითხეს. 

შეკრებილ საზოგადოებას ილიასადმი მიძღვნილი ახალი საგამოფენო ექსპოზიცია - ,,მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწეები და ვეფხისტყაოსანი“ წარუდგინა  მუზეუმის ფონდების მთავარმა შემნახველმა ნელი ბუმბეიშვილმა.