იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის ნორჩ მოფარიკავეთა ნაკრებმა ბათუმში წარმატებულად იასპარეზა
16.11.2016

ამ დღეებში ქ. ბათუმში მოეწყო ვეტერანი მოფარიკავის დავით ხიტირის სახელობის თასის გათამაშება ფარიკაობაში.  გათამაშებაში აფხაზეთის ნაკრები გუნდიც (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ლოლუა) მონაწილეობდა.  

აფხაზეთის მოფარიკავეებმა საინტერესო ორთაბრძოლები ჩაატარეს და დაძაბულ პაექრობაში შემდეგი ადგილები დაიკავეს: ლუკა ლომინაძე - პირველი ადგილი, ხმალი (2001-2002 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის); დაჩი მირველაშვილი - მესამე ადგილი, ხმალი (2005-2006 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის); ალექსი თავართქილაძე - პირველი ადგილი, ხმალი (2005-2006 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის).

გუნდურ პაექრობაში კი აფხაზეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.