იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
გაიმართა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში
22.11.2016

2016 წლის 19-20 ნოემბერს ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში 2001-2001 და 2003-2004 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა 400 მდე სპორტსმენი ქ. თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ტურნირზე აფხაზეთის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და შემდეგი ადგილები მოიპოვეს: I ადგილი - ჩაქსელიანი მამუკა - 35 კგ. წონით კატეგორიაში; III ადგილი - ნაცვალაძე თამაზ, 35 კგ წონით კატეგორიაში; III ადგილი - ლობჟანიძე ალექსანდრე, 55კგ. წონით კატეგორიაში; II ადგილი - ლობჟანიძე ლუკა, 60კგ. წონით კატეგორიაში; II ადგილი - მაისურაძე გუგა, 73კგ. წონით კატეგორიაში.

ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ძიუდოს ფედერაცის წარმომადგენლები, აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ომარ მარგიანი, საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლები თამაზ ინალიშვილი და ზურაბ შამუგია.