იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის საგუნდო კაპელას მიღება გაიმართა
25.11.2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას წევრებთან და გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა.


ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზეთის საგუნდო კაპელას ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული გამოსვლა მიულოცა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა(გია) გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე ესწრებოდნენ.

აფხაზეთის საგუნდო კაპელამ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა-შენარჩუნების პროცესში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ბელგიის საკათედრო ტაძრის ისტორიული ვიტრაჟებიდან ერთ-ერთის - „განკითხვის დღის“ რეაბილიტაციას.

ბრიუსელის საკათედრო ტაძარი აშენებულია 1226-1519 წ.წ. და წარმოადგენს გოთიკური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს. საყოველთაოდ ცნობილია მისი ვიტრაჟები, რომლებსაც გამორჩეული ოსტატები XVI-XIX საუკუნეებში ქმნიდნენ.