იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს პროგრამის - „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ განხორციელებას
31.01.2017

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს პროგრამის „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია" განხორციელებას.

პროგრამა მიზნად ისახავს აფხაზეთის კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების პოპულარიზაციას. საქართველოს და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე აფხაზეთის კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის წარდგენას, როგორც ერთიანი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილისა. ასევე  ხელოვანების, შემოქმედებითი კოლექტივებისა  და კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური პირების ფინანსურ მხარდაჭერას, მათი კონკურსებში, ფესტივალებში, კულტურის დღეებში და ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

დაფინანსების თაობაზე პროექტის (განაცხადის) წარდგენის უფლება აქვს  ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. შემოსულ განაცხადს სპეციალური კომისია განიხილავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული. ამასთანავე მიმართეთ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს. მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. 68.

საკონტაქტო პირი - აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსი კახაბერ ძაძამია - ტელ: 555 38 43 49

 

დანართი:

 

 ქართულ- აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია