იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას
03.02.2017

პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების  მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:

ა) სამეცნიერო ლიტერატურის/კვლევის გამოცემა;

ბ) მოკლევადიანი სამგზავრო ხარჯები მეცნიერებისთვის.

გამონაკლისის სახით, შეიძლება დაფინანსდეს სხვა მეცნიერიც, რომელიც არაა აფხაზეთიდან, მაგრამ მისი კვლევის თემა აქტუალურია და დაკავშირებულია საქართველოს ამ კუთხესთან.

არ დაფინანსდება ზედიზედ 2 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომის დაბეჭდვის თაობაზე ერთი და იგივე ავტორის მიერ შემოტანილი განაცხადი.

უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსებით წარმოდგენილ პროექტს. შემოსულ განაცხადს სპეციალური კომისია განიხილავს.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენი ვებგვერდის შესაბამის ბანერზე, ასევე  მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს - ბესიკ ოდიშარიას, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ტ. 577 09 22 30.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. 68.