იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის ა/ რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში სპორტის მიმართულებით ჩატარებულ საქმიანობასა და მომავალ გეგმებზე იმსჯელეს
06.02.2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა აფხაზეთის სპორტის ფედერაციებისა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შარშან ჩატარებული საქმიანობა მიმოიხილეს, თითოეული მათგანის მნიშვნელობის ხაზგასმით და წლეულს დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმა შეაჯერეს. სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებისა და სპორტული კლუბების წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა.


შეხვედრას აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენელი ალექსანდრე ნაჭყებია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე ესწრებოდნენ.