იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს „აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის თანადაფინანსების“ 2017 წლის პროგრამის განხორციელებას
15.02.2017

„აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის  თანადაფინანსების“ 2017 წლის პროგრამის განხორციელება იწყება. აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად 2008 წლიდან ახორციელებს აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების სწავლების თანადაფინანსებას. დღემდე   არაერთ ახალგაზრდას გაეწია ფინანსური მხარდაჭერა და ხელი შეეწყო მათი სწავლების პროცესს.

ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის  თანადაფინანსება. ეს პროექტი წარმოადგენს აფხაზეთის მთავრობის მხრიდან დევნილი ახალგაზრდობის მხარდაჭერის, აგრეთვე აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ქმედით ღონისძიებას. 

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან: განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებით და წარმატებებით წარმოჩენილი ახალგაზრდები   აფხაზეთიდან: ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. აგრეთვე,  აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები.

განმცხადებელს მოეთხოვება მისი სწავლაში წარმატებულობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტების - აკადემიური მოსწრების ფურცლისა და რეკომენდაცია/დახასიათების წარდგენა (აგრეთვე, სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენა არსებობის შემთხვევაში); აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს საშუალოდ 80%-ზე ნაკლები (ნაკლები პროცენტული მაჩვენებლის მქონე პრეტენდენტის განაცხადი არ დაფინანსდება. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე).

 

სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე, რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება ზედიზედ 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

 

 დაწვრილებით ინფორმაციიისათვის იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე  განთავსებული  სპეციალური ბანერი: სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა.