იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
ნორჩ მხატვართა რესპუბლიკურ გამოფენა-კონკურსზე აფხაზეთის შემოქმედი ბავშვებიც გამოირჩნენ
23.02.2017

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ნორჩ მხატვართა რესპუბლიკური გამოფენა-კონკურსი ,,ჩვენი ლამაზი ქვეყანა“ გაიმართა.  გამოფენა გაზაფხულის მოახლოებას მიეძღვნა და მასში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა და ახალგაზრდობის კავშირის „მომავლის ხმა“ წევრებიც, რომელთა ნამუშევრებმაც საყოველთაო მოწონება და სპეციალური ჟიურის მაღალი შეფასება  დაიმსახურეს. საბოლოოდ, სხვადასხვა ნომინაციებში  I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ: ვერიკო გერგაული, თორნიკე კვეკვესკირი და ლუკა შელია; II  ხარისხის დიპლომით - იოანე წულაია, ხოლო   III  ხარისხის დიპლომით ელენე ბაძაღუა. მარიამ  ბაძაღუას კი  საუკეთესო ფერწერული  სურათისთვის - განსაკუთრებული პრიზი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.

 

გარდა ამისა, ლაურეატის დიპლომები გადაეცათ ქეთი ჩხარჩხალიას, ნუციკო აფშილავას, ანა პაპავას  და ნინო გერგაულს.

 

გამოფენის მსვლელობისას დარბაზში ქართული ხალხური და თანამედროვე საესტრადო სიმღერები ხელოვნების სკოლა აფხაზეთი N2-ის  აღსაზრდელებმა შეასრულეს.