იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
17.03.2017

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს აფხაზეთის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ და ქართულ ენებზე გააცნეს. აგრეთვე აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები. გაკვეთილის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურ „ნატვრის ხეზე“ თავიანთი სურვილები დაწერეს.

გაკვეთილს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია.

„აფხაზური ენის სწავლების შემოღებას ჩვენს მიერ დაქვემდებარებულ სკოლებში დიდ მიღწევად მივიჩნევთ. მე პირადად მესამედ ვესწრები აფხაზური ენის გაკვეთილს და პროგრესსაც ვამჩნევ სწავლების მეთოდიკის საკითხებში. მეამაყება, რომ ჩვენი ბავშვები ასე კარგად ეუფლებიან აფხაზურ ენას. ამაში დავრწმუნდი მეც და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავაც, რომელიც ჩვენთან ერთად ესწრებოდა ღია გაკვეთილს. ალბათ შეგვიძლია კიდეც ვიამაყოთ იმით, რისი გაკეთებაც მოხერხდა მომავალი თაობებისთვის აფხაზური ენის პოპულარიზაციის მხრივ. შეუძლებელია გულგრილად გადაავლო თვალი ბავშვების ასეთ გულმოდგინებას, როცა ისინი აფხაზურ ენაზე ცნობილი პოეტების ლექსებს კითხულობენ, გვიყვებიან აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს, პედაგოგებს, თავად ბავშვებს, სკოლის დირექციას, აფხაზური ენის შესწავლის საქმეში დიდი წვლილის შეტანისთვის. სწორედ ეს გახლავთ აფხაზებთან ჩვენი ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის ერთ-ერთი წინაპირობა. აფხაზებისადმი პატივისცემა იმითაც უნდა გამოიხატოს, რომ ჩვენ ქართველებს მხოლოდ აფხაზურ ენაზე საუბარი კი არ შეგვეძლოს, არამედ, გავაკეთოთ ყველაფერი აფხაზური ენის შესწავლა-განვითარებისა და მისი მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა აფხაზური ენის გაკვეთილის შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ.