იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
ვახტანგ ყოლბაია წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
13.03.2017

ორგანიზაცია „მე დავბრუნდების“ (თავმჯდომარე ინა ასანიძე) ინიციატივითა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, „GARDEN HALL“- ში წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

წარმატებული ემიგრანტი ქალის პრიზი 12 ემიგრანტ ქალბატონს უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა. ისინი ამ პრიზზე წარსადგენად უცხოეთში არსებულმა ქართულმა სათვისტომოებმა შეარჩიეს.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოში მეორედ ჩატარდა და როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, ის ტრადიციულ, ყოველწლიურ სახეს მიიღებს. შარშან წარმატებულ ემიგრანტ ქალტა შორის იყო აფხაზეთის მკვიდრი, ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრები დალი უბილავა დე-გრაფი, რომელმაც წლეულს ესტაფეტა გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ლიტერატორს ირმა შიოლაშვილს გადასცა. „13 მარტის საღამომ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ჩემი საქართველოში დატოვებული იდენტობა, ჩემი წარსული ყოველ წუთს თან მდევს“, - თქვა დაჯილდოების დროს ირმა შიოლაშვილმა, რომელიც ქართულ ლიტერატურას საზღვარგარეთ სერიოზულ პოპულარიზაციას უწევს. „შარშან პირველი გამოშვების ნომინანტი ვიყავი, წლეულს კი ესტაფეტა  ძალიან ღირსეულ ნომინანტს -  ირმა შიოლაშვილს გადავეცი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მქონდა პატივი  შარშანაც და წლეულსაც ამავდროეულად აფხაზეთის წარმომადგენელიც ვყოფილიყავი. გამორჩეულად სასიამოვნო იყო ამ ცერემონიაზე  აფხაზეთის წარმომადგენლების და მათ შორის  ბატონ ვახტანგ ყოლბაიას მხარდაჭერა. დიდი მადლობა მათ“, - აღნიშნა პრიზის გადაცემისას დალი უბილავა დე-გრაფმა.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, თბილისის საკრებულოს წევრები, მსახიობები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.