იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
სიახლეები
„წიგნის საჯაროდ კითხვის“ დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებში
01.02.2018

წლეულს, 1 თებერვალს, „წიგნის საჯაროდ კითხვის“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში,  აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელთათვის  კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროექტი: ,,გვიყვარდეს წიგნი“ ჩატარდა.

 

 „წიგნის საჯარო კითხვაში“ მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები და პედაგოგები, განათლების მუშაკები. მათ ხმამაღლა წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან („ბიბლია“, „საქართველოს ისტორია“, ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებები, თანამედროვე ქართველი და აფხაზი პოეტების ლექსები, ესსეები, წერილები და ა. შ. )

 

პროექტი აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლე-ახალგაზრდობაში წიგნისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გაღრმავებას ითვალისწინებდა.