იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტმა „თბილისის ივენთ-ჰოლში“ დიდი ოვაციებით ჩაიარა
22.05.2018

აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის  სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში „თბილისის ივენთ-ჰოლში“ კონცერტი გამართა სახელწოდებით:  „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“. 
კაპელა წარადგინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, რომელმაც დამსწრეთ ასევე წინასწარ მიულოცა აფხაზეთის დღე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი.

კონცერტზე საქვეყნოდ აღიარებული ქართული სიმღერები კაპელასთან ერთად შეასრულეს:  ნუკრი კაპანაძემ, ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა და ნეკა სებისკვერაძემ.

კონცერტს, რომელმაც მაყურებლის აღფრთოვანება და დიდი ოვაციები გამოიწვია, ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კონფლიქტის ზონაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მუსიკის მოყვარული დევნილი და არადევნილი საზოგადოება.