იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
სიახლეები
სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა საანგარიშო კონცერტი გამართა
22.06.2018

ქ. სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საანგარიშო კონცერტი გამართა. კონცერტი სასწავლო წლის დასრულებას მიეძღვნა და მასში მონაწილეობდნენ: საფორტეპიანო, ვოკალური, სიმებიანი, საესტრადო განყოფილებების მოსწავლეები, უმცროსი და უფროსი ასაკის მოსწავლეები, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავთა სტუდიის მოსწავლეები.


„გარდა იმისა, რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში დღესასწაულებთან დაკავშირებით კონცერტებს ვმართავთ, ასევე ყოველი წლის ბოლოს საანგარიშო კონცერტებზე ვიწვევთ მსმენელებს. ეს არის ერთგვარი ანგარიში მთელი წლის ნამუშევრისა. ამჯერად კონცერტზე წარსდგნენ ის ბავშვები, რომლებსაც წლის განმავლობაში არ მიუღიათ მონაწილეობა სოლო კონცერტებში,“- განაცხადა სოხუმის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა დავით ოკუჯავამ.


ამ საანგარიშო კონცერტით მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. დავით ოკუჯავამ ბავშვებს არდადეგების საინტერესოდ გატარება უსურვა და კონცერტის ბოლოს ისინი სიგელებით დააჯილდოვა.