იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ახალგაზრდებს შორის
01.10.2018

ქ. თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და აფხაზეთის ჭიდაობის ფედერაციების მხარდაჭერით, ევროპული კვირეულის ფარგლებში ჩაატარა  აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში  ახალგაზრდებს შორის.   ტურნირი მიეძღვნა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. მისი  ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

ტურნირში ასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. აფხაზეთის სახელით ტურნირში  იასპარეზა 10 სპორტსმენმა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გია ესებუასა და ზურაბ ლომიას ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილ ნაკრებ გუნდებში ირიცხებოდნენ.

ორდღიანი დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ აფხაზეთის სპორტსმენებმა სხვადასხვა წონით კატეგორიასა და ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:

  1. ბართლომა ბიჭაშვილი - პირველი ადგილი, 32 კგ. წ. კ. 2009-2010 წ. წ.
  2. გიორგი შუბითიძე - მე-3 ადგილი, 92 კგ. წ. კ. 2001-2002 წ. წ.
  3. მიხეილ მებონია - -მე-3 ადგილი, 80 კგ. წ. კ. 2001-2002 წ. წ.
  4. ნიკოლოზ გოგებაშვილი - მე-3 ადგილი, 55 კგ. წ. კ. 2009-2010 წ. წ.
  5. ლუკა გეჯაძე - მე-2 ადგილი, 71 კგ. წ. კ. 2001-2002 წ. წ.
  6. საბა სეფერთელაძე - მე-3 ადგილი, 42 კგ. წ. კ. 2007-2008 წ. წ.
  7. ანდრო გულორდავა - მე-3 ადგილი, 42 კგ. წ. კ. 2007-2008 წ. წ.
  8. ოთარ სამუშია - მე-3 ადგილი, 42 კგ. წ. კ. 2007-2008 წ. წ.

შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებით და დიპლომებით. ტურნირზე დაწესებული სპეციალური პრიზები: აფხაზეთის ომში დაღუპული, სპორტის ოსტატის მურთაზ გაბიძაშვილის სახელობის თასი, ლეგენდარული ფალავნის ნესტორ ესებუას სახელობის თასი გადაეცა ტურნირის საუკეთესო სპორტსმენებს.