იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
ვალერი არქანიას არტ გალერეაში მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
02.10.2018

21 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განყოფილებისა და აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ ორგანიზებით მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული - „მშვიდობა უდრის მომავალს“ ჩატარდა. კვირეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, მათივე მხარდაჭერით მიმდინარეობდა. მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის დახურვის ცერემონია ვ. არქანიას სახელობის არტ გალერეაში შედგა  1 ოქტომბერს, რომელიც ასევე ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ამდენად ეს ორი თარიღი გაერთიანდა და კვირეულის აქტივობებში მონაწილე ბავშვებს დიპლომები გადაეცათ, ხოლო სათნოების სახლ „კათარზისის" ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები.

დამსწრეთ მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი-მადლი" ხელმძღვანელი ფლორა შენგელია, ქველმოქმედი გულიკო ორაგველიძე და სხვ. შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნონა ბერაია. მუსიკალური ნომრები კი წარმოადგინეს აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ აღსაზრდელებმა.