იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ 2018 წლის მეოთხე ეტაპს იწყებს
30.10.2018

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის” მეოთხე ეტაპს იწყებს. მეოთხე ეტაპისთვის განცხადებების მიღება 01 ნოემბერს იწყება და 30 ნოემბრამდე გასტანს.


ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან: განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებითა და წარმატებებით გამორჩეული ახალგაზრდები აფხაზეთიდან; ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები; ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. აგრეთვე, აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები.


განმცხადებელს მოეთხოვება მისი სწავლაში წარმატებულობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტების - აკადემიური მოსწრების ფურცლისა და რეკომენდაცია/დახასიათების წარდგენა (აგრეთვე, შესაბამისი სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენა არსებობის შემთხვევაში); აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს საშუალოდ 80%-ზე ნაკლები (ნაკლები პროცენტული მაჩვენებლის მქონე პრეტენდენტის განაცხადი არ დაფინანსდება. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე).


სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე. რეზიდენტურაში სწავლება ფინანსდება მხოლოდ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი პირველად სარგებლობს წარმოდგენილი პროგრამით). ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.


შემოსული განცხადებების განხილვისას, დასაფინანსებლად პრიორიტეტი მიენიჭება უფრო მაღალი შეფასების (აკადემიური მოსწრების ფურცლის მიხედვით) მქონე სტუდენტებს, ხოლო თანაბარი შეფასების შემთხვევაში მათ, ვინც მეტად წარმატებულია, რაც დასტურდება სერთიფიკატების, სიგელებისა და დიპლომების წარდგენით (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე).


დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომრებზე: 595 34 33 20; 577 09 22 39, ასევე იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ბანერი: სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა.