იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები
ტურნირი მინი-ფეხბურთში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამარჯვებით დასრულდა
07.06.2019

5-7 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის, სპორტულ ცენტრ „იმედში“, გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გამართა.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები, რომელთაგან პირველი ადგილი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი - აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი -აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა.

გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს დიპლომები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯმალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ.

ტურნირის უხუცეს მოთამაშედ - იური სვანიძე (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო) დასახელდა; ტურნირის საუკეთესო მეკარედ - კარლო სართანია (აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში); ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - ირაკლი ფარფალია (აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო); ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ - დათა კიკალიშვილი (აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო); ტურნირის „ბომბარდირად“ - დავით ქანთარია (აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში)