იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
სიახლეები
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის“’ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
19.12.2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთობლივი პროექტის - გაზეთ ,,ჩემი აფხაზეთის“’ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩემი აფხაზეთი“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ყოველკვარტალური გაზეთია, რომელიც 2005 წლიდან გამოიცემა და ასახავს სამინისტროს საქმიანობას განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სპორტის მიმართულებებით. იდეა, რომ თსუ-ის სტუდენტებს გაზეთის სპეციალურ ნომერზე ემუშავათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მაია ტორაძის ხელმძღვანელობით მომზადებული ჟურნალის „გზავნილი აფხაზეთიდან“ პრეზენტაციაზე გაჩნდა. ჟურნალი მკითხველს აფხაზეთის პრობლემატიკაზე - ემოციიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული - მოუთხრობს. ამავე სტუდენტების მიერ მომზადებულ გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ სპეციალურ ნომერშიც მკითველი აფხაზეთის პრობლემატიკის ამსახველ მრავალ საინტერესო და განსხვავებულ მასალას გაეცნობა. მაშინ როდესაც აფხაზეთი რაც დრო გადის, მით უფრო იშვიათად ახსენდება საზოგადოებას და მათ შორის, მასმედიას, მნიშვნელოვანია, რომ მისით ინტერესდებიან ახალგაზრდები და მით უმეტეს, მომავალი ჟურნალისტები.

აფხაზეთის პრობლემატიკის ახალგაზრდა თაობისთვის გაცნობისა და მის პოპულარიზაციაში ჩაბმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ. მათვე აფხაზეთის პრობლემატიკის გაშუქებისა და გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მომზადებისათვის სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელს მაია ტორაძეს და სტუდენტებს - ილია მეგრელიძეს, ლიანა მარქარიანს, სალომე მელიქიშვილს, თამუნა ზარანდიას, ნატალია პატარკაცაშვილს, ანი დეკანოსიძეს, ნინო წულაიას, ნინო ჭკოიძეს, ელენე ზაქაშვილს, ნანუკა ქაჩიბაიას, ნატო ობოლაძეს, ანა ცუცქირიძეს სამინისტროს მადლობის სიგელები გადასცეს.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თსუ- ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაზემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედიის ცენტრის დირექტორმა მარინა სალუქვაძემ. საღამოს უძღვებოდა გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ რედაქტორი და მისი სპეციალური ნომრის გამოცემის იდეის ავტორი ნატო კორსანტია. მან გაზეთის მორიგი ნომრის მომზადების ესტაფეტა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს გიგლა გობეჩიას და მის სტუდენტებს გადასცა. სტუდენტების მიერ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუების რესპონდენტებზე ლიტერატურათმცონე მარინა ტურავასა და მწერალ გელა ჩქვანავაზე ისაუბრეს ლიტერტურათმცოდნემ ნინო ვახანიამ და მწერალმა ბექა ქურხულმა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გაზეთ „ჩემი აფხაზეთის“ მორიგი ნომრის ერთი წერილის ანონსი. წერილისა, რომელიც თი ბი სი ბანკის პროექტის „წერექართულად“ ფარგლებში გამართული კონკურსის „ქართული ა“-ს 2019 წლის ერთ-ერთ გამარჯვებულზე, სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელსა და ასოცირებულ პროფესორზე ჯუმბერ ბეჭვაიაზე და ხსენებული კონკურსის ნომინაციაში მხატვრული შრიფტი გამარჯევბულ მის მიერ შექმნილ შრიფტზე, სახელწოდებით „აფხაზეთი“ მოგითხრობთ. აქვე ნაჩვენები იყო ამ შრიფტებზე აგებული ვიდეორგოლი.

დასასრულ დამსწრეთ ორგანიზაცია „აფხაზეთის მოამბის“ დამფუძნებელმა გიორგი კობახიძემ აფხაზ თანატოლებთან ერთად მომზადებული დოკუმენტური ფილმი „ბედია“ წარუდგინა.