იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
სტრატეგია

აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრატეგია

                                                                    

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამოქმედო არეალი განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებს მოიცავს. ამ მიმართულებებით წარმართული საქმიანობით სამინისტრო აძლიერებს და ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ახორციელებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მხარდაჭერას. მთლიანობაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  საქმიანობა საქართველოს ხელისუფლების ფართომასშტაბიანი სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილია და აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მისია, მიზნები და ამოცანები, მისი სამოქმედო სტრატეგია, შესაბამისი მიმართულებების მიხედვით, ასე გამოიყურება:

 

სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საყრდენს განათლებული საზოგადოება წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი/მიზანია ისეთი მოქალაქეების აღზრდა, რომლებსაც გააჩნიათ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, არიან კომპეტენტურნი და კონკურენტუნარიანნი და წარმოადგენენ დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოს საფუძველს. ამ პრიორიტეტის ხორცშესხმის მიზნით სახელმწიფო მრავალ ნაბიჯსა და აქტივობას ახორციელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობა განათლების მიმართულებით მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე განათლების რეფორმაზე. სამინისტრო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.  წლების განმავლობაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საშუალებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შეეხო აფხაზეთის განათლების სისტემას, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - აფხაზეთის 13 საჯარო სკოლაში -  ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გალის რაიონში განთავსებული 30 სკოლის ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას, რითაც ეხმარება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში.

შესაბამისად, განათლების სფეროში სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებია:

  1. ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა;
  2. ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის მხარდაჭერა.

ყოველივე ეს მოითხოვს შემდეგი საკითხების გადაჭრას:

ა) აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მათი შენობებითა და სასკოლო ინვენტარით უზრუნველყოფა;

ბ)   აფხაზეთის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

გ) აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური ახალგაზრდების სწავლების ფინანსური მხარდაჭერა;

დ) გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა (სწავლების თანამედროვე ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენება);

ე)   აფხაზური ენის სწავლება და პოპულარიზაცია;

ვ)   სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;

ზ) მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარება;

თ)  შშმ და სსმ პირების სოციალიზაციის ხელშეწყობა და სხვ.

 

                                              

 

კულტურა და თვითმყოფადი ხელოვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. იგი ასევე მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილია. კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების განვითარებაში, ამდიდრებს და აკეთილშობილებს ადამიანების ცხოვრებას, აღვივებს შემოქმედებით უნარებს, წარმოსახვას, შთაგონებასა და ნიჭს.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ხელოვნების სფეროს განვითარებასა და კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას; აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს შემოქმედებით ორგანიზაციებს შორის ტრადიციული კულტურული კავშირების განმტკიცებას; ხელს უწყობს მათ საქმიანობაში არასამთავრობო სექტორის როლის ზრდას, საბოლოოდ კი აფხაზეთის ხელოვნების, როგორც ერთიანი ქართული კულტურის ორგანული ნაწილის წარმოჩენას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, კულტურის სფეროში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებია:

  1. აფხაზეთის შემოქმედებითი რესურსებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარება, მათი სამშვიდობო როლის წარმოჩენა;
  2. ქართული და აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ყოველივე ეს მოითხოვს შემდეგი საკითხების გადაჭრას:

ა) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული) განვითარება;

ბ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების საქმიანობის (საგასტროლო, საკონცერტო, საკონკურსო, საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ.) მხარდაჭერა;

გ) სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების: კონცერტების,  საიუბილეო და სხვა საღამოების ორგანიზება-მოწყობა;

დ) ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ფესტივალების, გამოფენების, კონკურსების, კონფერენციების, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღების აღნიშვნა;

ე) სხვადასხვა თაობის ხელოვანთა მხარდაჭერა საკუთარი შემოქმედებისა და შესაძლებლობების  წარმოჩენაში;

ვ) კულტურული ცხოვრების გააქტიურება და დევნილი საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში. 

 

კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში უმძიმეს მდგომარეობაშია.  რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ მიმდინარეობს, ამ ძეგლებზე ქართველთა ისტორიული კვალისა და ავთენტურობის წაშლა.  ამ ვანდალური პროცესის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის და ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ეს ძეგლები არა მარტო ქართველთა და აფხაზთა სიმდიდრეა, არამედ მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილია და მათ ზოგადსაკაცობრიო კულტურული მნიშვნელობა გააჩნია.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში  აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმიანობის  სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს:

  1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების შემუშავება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების გზით;
  2. არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის საზღვრებს გარეთ;

ყოველივე ეს საჭიროებს შემდეგი საკითხების გადაჭრას:

ა) აფხაზეთის მატერიალური, არამატერიალური და ბუნებრივი კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, ინვენტარიზაცია, კატეგორიების განსაზღვრა, კლასიფიკაცია და რუკაზე დატანა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

 ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის ციფრირების მხარდაჭერა და მემკვიდრეობის შენარჩუნების, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა;

 გ) პრევენციული/საინფორმაციაო ღონისძიებების გატარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი კატასტროფებისა და ადამიანის ქმედებით გამოწვეული საფრთხეებისაგან დასაცავად;

  დ) კულტურული მემკვიდრეობის კვლევის პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების წახალისება;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო პოპულარიზაცია და მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის წარმოჩენა სხვადასხვა გზით (უცხოენოვანი გამოცემები და ვებგვერდები და ა.შ.);

ვ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ და მისი სიცოცხლისუნარიანობის გაზრდისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის გზით;

ზ)  ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ილუსტრირებული პუბლიკაციების მომზადება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე ( სასურველია თან დაერთოს ასევე აფხაზურენოვანი ვერსია);

თ)    კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ სახელმწიფო  და სხვა არქივებში დაცული მასალების ილუსტრირებულ პუბლიკაციებად გამოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ი)    აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათ შორის, ურბანული არქიტექტურული ძეგლების შესახებ სრულფასოვანი კატალოგების მომზადება. სასურველია მრავალენოვანი ელექტრონული კატალოგების გამოცემა;

კ)   ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ სპეციალური (სასურველია ინგლისურ ენაზეც) ვებ-გვერდის შექმნა, სადაც განთავსდება სრულყოფილი ინფორმაცია (ტექსტი, ფოტოები, საარქივო მასალები) თითოეული ძეგლის თაობაზე;

მ)  კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური, არამატერიალური) დიგიტიზაცია, ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზების შექმნა, განვითარება და მასზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

 

საქართველოს სახელმწიფოს გრძელვადიანი, დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისათვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს.

„საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა“  გულისხმობს  14-29 წლის პირთა განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტიურად ჩართვას.

სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროში ამ მიზნის მისაღწევად აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  სტრატეგიული მიმართულებებია:

 

  1. საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა;
  2. ახალგაზრდებისათვის შესაბამისი და მაღალხარისხიანი განათლების მიღების, დასაქმებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  3. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და ადგილობრივი და საერთაშორისო დონეზე მიღწევების გაუმჯობესება, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხის გაუმჯობესება ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ გარემოში;
  4. სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლება, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი უფლებების დაცვა და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა.

 

ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შემდეგი საკითხების გადაჭრა:

 ა)   ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური და სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ხელშეწყობა;

ბ) აფხაზეთის სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ნაკრებ გუნდებთან, ფედერაციებთან და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და საქმიანობისათვის ხელშეწყობა;

გ)  აფხაზეთის განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა, ამ მიზნით პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;

დ) საქართველოს რეგიონებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაცია;

ე)  აფხაზეთის ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დახმარების პროგრამების წარმართვა;

ვ) ამპუტანტ სპორტსმენთა მხარდაჭერა, პარაოლიმპიურ სპორტსმენთა წახალისება და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;

ზ) სპორტის სახოებათა ფედერაციების განვითარებაზე ზრუნვა, სორტული კლუბების, სკოლებისა და საწვრთნო-აღმზრდელობითი დაწესებულებების მხარდაჭერა;

 თ) ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის ოლიმპიურ სახეობათა პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებში.